ევროსაბჭოში გადაწყვიტეს უკრაინას მიკროფინანსური თანადგომა გაუწუონ და 1 მილიარდი ევროთი უზრუნველყონ. ინფორმაციას ТАСС-ი ავრცელებს.
როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა დააზუსტა, ევროკავშირის ახალი პროგრამა მიმართულია პირველ რიგში უკრაინის სახელმწიფო რეფორმების მხარდასაჭერად.
2017 წლის დეკემბრის დასწაყისში, ევროკომისიამ უკრაინის ხელისუფლებას მორიგ ტრანშზე უარი უთხრა ფინანსური დახმარების მიღების შეთანხმების შეუსრულებლობის გამო.
ევროკავშირის წარმომადგენლები მაშინ უკმაყოფილოები იყვნენ გაუტარებელი რეფორმების გამო მრავალ სფეროში. კერძოდ, მათ მოთხოვეს უკრაინის ხელისუფლებას შეექმნათ ანტოკორუფციული სასამართლო. ამავე მოთხოვნით გამოვიდნენ დღეს მომიტინგეები კიევში შევჩენკოს პარკში, სადაც ასევე უნდა მისულიყო ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.