ევროკავშირი მიესალმება მზადყოფნას აშშ-სა და კორეის ლიდერების, დოლანდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მზაობას ჩაატარონ ორმხრივი შეხვედრა. განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსმა სარა სანდერსმა. მისი სიტყვებით დრო და შეხვედრის ადგილი მოგვიანებით იქნება შეთანხმებული. თუმცა, მანამდე სანქციები კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შენარჩუნდება.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მზადყოფნა ტრამპის მხრიდან დათანხმებოდა კიმ ჩენ ინის წინადადებას და გამართულიყო შეხვედრა, ძალზე პოზიტიურია. ჩვენ მოუთმენლად ველით შედეგებს“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სარა სანდერსმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე