ჩინეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ჩოუ სიაჩუანმა განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს კურსს, ვალუტა იუანის საერთაშორისო ვალუტად ქცევასთან დაკავშირებით. იტყობინება „რია ნოვოსტი“.
მისი თქმით, ამისთვის გაღებული იყო დიდი ძალები, რომლებიც დღესდღეობით გვაძლევენ საშუალებას გამოვიყენოთ იუანი სავაჭრო და ინვესტიციის სახით.
„რაც შეეხება სახელმწიფოს სამომავლო როლს და იუანის საერთაშორისო ვალუტას, ჩემი აზრით კიდევ შესაძლებელია რამის გაკეთება შიდა და საგარეო ბაზრის კაპიტალის კომუნიკაციისთვის და ეს თანდათან მოგვარდება. ჩვენ გავაგრძელებთ გავხსნათ ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს იუანის ინტერნაციონალიზაციას“ - აცხადებს ჩინეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი.