ამერიკის ქალაქ ბირმინგემში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ერთი მოსწავლე გოგონა გარდაიცვალა. ინფორმაციას ქალაქის პოლიცია და სახანძრო სამსახური ავრცელებს. იუწყება Tass-ი.
ინცინდენტი "Huffman High School"-ში მოხდა. ქალაქ ბირმინგემის პოლიციის დეპარტამენტის მეთაური აცხადებს, რომ სროლის შედეგად დაიჭრა 17 წლამდე ასაკის, ორი შავკანიანი მოზარდი გოგო და ბიჭი. მოსწავლე გოგონა სასწრაფო ბრიგადის მიერ საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში რჩება.
იარაღი საიდანაც განხორციელდა გასროლა უკვე ამოღებულია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, თუმცა ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსი ინფორმაციას მესამე დაშავებულზე არ ფლობს.
მისივე განცხადებით, დამნაშავე დაკავებულია და მან ბრალი უკვე აღიარა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში, ასევე სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, ფლორიდის შტატში დაიღუპა 17 ადამიანი.