სამი ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა და ცხრა ათასზე მეტი შეფერხდა ძლიერი თოვლიანი ნამქერის გამო ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ შტატში.
ძლიერი თოვლიანობა აღინიშნება ნიუ-იორკში, კონეკტიკუტში, ნიუ-ჰემპშირში, ვერმონტში, მასაჩუსეტსა და პენსილვანიის შტატებში.
ცნობისთვის, ეს უკვე მეორე ძლიერი თოვლიანი შტორმია ამ რეგიონში უკანასკნელი კვირის განმავლობაში.