ევროკომისია იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირიდან შესული საქონელი არ მოხვდება აშშ-ს ახალი გადასახადების ქვეშ, ალუმინსა და ფოლადზე. განაცხადა ევროკომისარმა სავაჭრო საკითხებში სესილი მალმსტრენმა.
„ჩვენ ძველებურად იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ცვლილებებში ევროკავშირი, როგორც აშშ-ს პარტნიორი უსაფრთხოების დარგში, გამორიცხული იქნება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დავარწმუნებთ აშშ-ს ადმინისტრაციას იმაში, რომ ეს არასწორი ნაბიჯია“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მალმსტრენმა.
მისივე თქმით, „ვიდრე არაა მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ს მხრიდან, ევროკავშირი ოფიციალური ქმედებებისგან თავს იკავებს“.