აშშ-ს მრჩეველი ეკონომის საკითხებში, გარი კონი, რომელიც ასევე არის ბანკ „Goldman Sachs“-ის პრეზიდენტი და თავისუფალი ვაჭრობის დამცველი, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას, ფოლადზე და ალუმინზე იმპორტის გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით მხარს არ უჭერს და უახოეს მომავალში გადადგომას გეგმავს.
თეთრმა სახლმა უკვე გააკეთა განცხადება, საკუთარი სურვილით, გარი კონის თანამდებობის დატოვების შესახებ.
იგი იყო აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნულ-ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ეხმარებოდა დონალდ ტრამპს 2017 წლის საგადასახადო რეფორმების გატარებაში.
თანამდებობის დატოვების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო შეუთანხმებლობა ამერიკის პრეზიდენტთან გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებთ, რომელიც შესაძლოა გახდეს ამერიკასა და ევროპას შორის სავაჭრო ომის საფრთხის მიზეზი.
თავის განცხადებაში მთავარმა მრჩეველმა არ დააკონკრეტა ტრამპის ადმინისტრაციიდან წასვლის მიზეზები და პრეზიდენტს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.