„ეს იყო ბრძოლის მეორე ეტაპი. ომი გრძელდება. აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განუცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენს” მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.
როგორც ის აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მერ მიღებული დღვანდელი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდენლი არ ყოფილა.
„საქალაქო სასამართლოში დავინახე რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე კარგის მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა. სააპელაცო სასამართომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში რომ დატოვა ამის მოლოდინი მქონდა“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მისი ვარაუდით, დეკანოზსაც აღნიშნული გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდა, რის გამოც პროცესს არ დაესწრო.
„დეკანოზი ამ ხნის განმავოლობაში სავარაუდოდ წინასწარმეტყველურ ნიჭსაც დაეუფლა. მან იგრძნო რომ სამარცხვინო ფაქტის მომსწრე გახდებოდა და ამ ყველაფერს თავი აარიდა“ - აცხადებს მამალაძე.
მიუხედავად იმისა, რომ მას უზენაესი სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს, გადაწყვეტილებას მაინც გაასაჩივრებენ, რადგან საქმე სტრასბურგის სასამართოლომდე მივიდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შესახებ. როგორც ცნობილია, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარს უზენაეს სასამართლოში შეიტანს.