შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელიც შეწყალების აქტში ცვლილებებისშეტანას გულისხმობს. გიორგი გახარიას თქმით, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა უკვე იცვლება, ხოლო ნარკოგამსაღებლებზე მიდგომა იქნება კატეგორიული.
"თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ და უფრო მეტიც, ჩვენ კონკრეტული გეგმაც გვაქვს. გვაქვს კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილების სახით, თუ როგორ გახდეს ნარკომოხმარების მიმართულებაში უფრო ჰუმანური. ამაში წინააღმდეგობას ვერ ვხედავ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიული წინააღმდეგი. ვიმეორებ, ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემცველი წახალისების მიმართულებით. თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებელს, ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ, აქ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიდგომა სახეზეა და თუ ნახავთ სტატისტიკას, ამ მიმართულებით ფაქტობრივად მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება, ხოლო თუ საქმე ეხება გამსაღებლებს, აქ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად კატეგორიული", - განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, დაიწყო თუ არა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ამ გადაწყვტილებით, გახარიამ უპასუხა, რომ ”თუ დაიწყო, ნაადრევია”.