თბილისის საქალაქო სასამართლოში მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. სასამართლოში იმყოფებიან მოკლული დავით სალარიძის კლასელების მშობლები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, ნინო დვიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის როგორც რიგითი მოქალაქე შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქმის პროკურორს ენდობა.
"არ ვიცი რა მოხდა, უცებ მოკლეს ბავშვი. კითხვები არ მიჩნდება იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. მე მოვისმინე მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება ღირსეული უნდა იყოს, მოვისმინე მთავარი პროკურორის განცხადება და აბსოლუტური ნდობა მაქვს, როგორც ერთ მოქალაქეს. ჩვენი შვილები გაუბედურდნენ, უდიდესი ტკივილით ცხოვრობენ. ჩვენი ბავშვები შურისმაძიებლები არ არიან, ღირსეულები, წესიერები არიან. არანაირ კონფლიქტში არ იღებენ მონაწილეობას და არც არასდროს მიუღიათ, მაგრამ უცებ ბავშვები გაუბედურდნენ, გავუბედურდით ჩვენც, რა კითხვა შეიძლება მქონდეს?...დასკვნები თქვენ გააკეთეთ. ჩვენ ვართ მოკლულის პატრონი, დაზარალებული, ჩვენ არანაირი კითხვა არ გვაქვს. არანაირი სასჯელი ან დაუსჯელობა არ შეგვიმსუბუქებს ტკივილს",- განაცხადა მოკლულ დავით სალარიძის კლასელია მშობელმა.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს.
საქმეზე ორი დაკავებული მოზარდი, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.