ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 27% პასუხობს, რომ „ქართული ოცნებას“, 10 % -„ნაციონალურ მოძრაობას“, 3% - "ევროპულ საქართველოს, 7%- სხვა პარტიას.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 24%-მა განაცხადა, რომ ხმას არცერთ პარტიას მისცემდა, 15%-მა არ იცის, 13%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.