ნარკოპოლიტიკის საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება, სანამ არ შევჯერდებით ერთიან პოზიციაზე, - ეს განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა.
,,დისკუსიები უკვე 6 თვეა მიმდინარეობს. საპატრიარქოს განცხადებაც ამის გამოძახილია. პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ უმრავლესობაში არ შევჯერდებით ერთიან პოზიციაზე. ხაზს ვუსვამ იმას, რომ სესიაზე შეჯერებული პოზიციით გავალთ,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, ჯერ არ ახსოვს, რომ რომელიმე კანონპროექტს 100%-იანი მხარდაჭერა ჰქონოდეს.
11 იანვარს პარლამენტში მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერება ითხოვა. საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის.