მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტის შეფასებისას.
,,მერიაში ხელფასების მატება არ ხდება. ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი - ცალკე, ზემოდან პრემია კიდევ - ცალკე. კანონის შესაბამისად, ხელფასი და დანამატი ერთიანდება. პრემიების გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება, რაც ნორმალურია. ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად. შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, - განაცხადა კალაძემ.
დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება და დანამატი გაერთიანდება.