„ელვის ექსპრესი“ სიდნეიდან პარკსისკენ დაიძრა. ქალაქი როკენროლის მეფის, ელვის პრესლის ფესტივალს მასპინძლობს. ლეგენდარული მომღერლის კოსტიუმებსა და პარიკებში გამოწყობილმა ასობით მოხალისემ მინი-წარმოდგენა სიდნეის რკინიგზის სადგურზე გამართა. მათ ელვისის ცნობილი ჰიტები შეასრულეს. პარკსის ფესტივალში მონაწილეობას წელს 25 ათასამდე ადამიანი მიიღებს.