დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ სპეციალური პროკურორი რობერტ მიუელერი მის დაკითხვას ვერ შეძლებს. ამის შესახებ თეტრი სახლის ლიდერმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკვე 11 თვეა, ჩემს ადმინისტრაციას ცრუ ბრალდებებს უყენებენ. არანაირი შეტქმულება არ ყოფილა და შესაბამისად, დაკითხვაზე ჩემი მისვლაც ნაკლებად სავარაუდოა,”-აღნიშნა ტრამპმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რიომ მიულერს ტრამპის დაკითვა სურს, მედიაში 2 დღის წინ გავრცელდა. საქმე რუსეთთან ტრამპის ადმინისტრაციის კავშირებს ეხება.