ავღანეთში ქუნარის პროვინციაში სახელისუფლო ძალებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 15 წევრი მოკლეს, 20-მდე ისლამისტი კი მძიმედ დაჭრეს. ამის შესახებ TOLO News იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქალაქ ჩავკაის მახლობლად უშიშროების ძალების საგუშაგოს დაესხნენ თავს. შეტაკებებს 3 პოლიციელი ემსხვერპლა. შეტაკებები ჩავკაიში ამ დრომდე გრძელდება.