შესაძლოა, თიანეთში მერის ახალი არჩევნები დაინიშნოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი თამაზ მეჭიაურის მიერ მესამედ წარდგენილ ბიუჯეტი პროექტს თიანეთის საკრებულო დღესაც არ დაამტკიცებს.
მოქმედი მერი ახალი არჩევნებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე თამაზ მეჭიაური მერიის სააქტო დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და ბიუჯეტის პრიორიტეტებს გააცნობს.
მისი თქმით, თიანეთის ბიუჯეტისთვის 4.5 მილიონი ლარია გამოყოფილი, რითაც საბავშვო ბაღების, სპორტისა და კომუნალური მომსახურებების დაფინანსებაა გათვალისწინებული.