მომსახურების სფეროს გაძვირების გამო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე სემეკისგან და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან განმარტებას ითხოვს.
„არ მივესალმები არც ელექტროენერგიაზე არც მაგთის მობილურ ინტერნეტზე ტარიფების ზრდას - იმედია ორივე დარგის მარეგულირებელი - სემეკიც და კომუნიკაციების მარეგულირებელიც უმოკლეს ვადაში გააკეთებენ შესაბამის სრულყოფილ ანალიზს და განცხადებებს”, წერს ლევან კობერიძე Facebook-ში.