მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჰემენმანი-კრუნსტადის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ინციდენტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 260-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.