რუსეთის პრეზიდენტმა ეგვიპტის მიმართულებით რეგულარული რეისების აღდგენის ბრძანებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.
ეგვიპტესა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2015 წლის ნოემბერში შეწყდა. მიზეზი სინას ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნა გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზად ტერაქტი დასახელდა.