ბარაკ ობამას ყოფილი ოფიცილური ფოტოგრაფი პიტ სოუზი ამერიკის პრეზიდენტის ბირთვული ჩემოდნის ფოტოებს აქვეყნებს, - ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი“ იტყობინება. სოუზმა ფოტო მას მერე გამოაქეყნა, რაც დონალდ ტრამპმა და კიმნ ჩენ ინმა მათი ,,ბირთვული ღილაკის“ ზომებზე იდავეს.
სოუზის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ,,წითელი ღილაკი“ დამონტაჟებულია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტის მაგიდაზე წარწერით - ,,რთული გადაწყვეტილების მიღება რთულია“.
,,საბედნიეროდ წითელი ღილაკი იმისთვის კი არ არის, რომ დაიწყო ომი, - ის გამოიყენება დახმარების გამოძახებისთვის“ , - წერს საუზი.
მანამდე დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ტვიტერით” მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ბირთვული ღილაკი უფრო დიდი და მძლავრია.
მიმართვას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას უკვე შეუძლია აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და მას დიდი ზიანი მიაყენოს. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ის ამ ღილაკს იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.