ისრაელის პარლამენტმა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. ახალ კანონს ხმა 52-მა დეპუტატმა მისცა, 49 კი წინააღმდეგ გამოვიდა. კანონის თანახმად, ტერორიზმში ბრალდებულის სიკვდილის დასჯისთვის ტრიბუნალის სამი მოსამართლიდან ორის თანხმობა იქნება საკმარისი. ქნესეთის მიერ მიღებული კანონის გაუქმება მხოლოდ ისრაელის უზენაეს სასამართლოს შეუძლია.