ჩეჩნეთში პოლიციის უფროსის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ტელეკომპანია „ვესტი“ იტყობინება. 27 წლის ჰამზათ ბაიმურადოვმა პოლიციის განყოფილების უფროსს ზურგში ესროლა და მიიმალა, თუმცა მის კვალს პოლიციამ მალე მიაგნო. ბაიმურასდოვი სამართალდამცველებმა სოფელ ავტურში სპეცოპერაციისას მოკლეს.