რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში ორი სახმედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. შოიგუს უწყების განცხადებით, სამხედროები ჰმეიმის ავიაბაზაზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლნენ. ავიაბაზას ისლამისტები 31 დეკემბერს დაესხნენ თავს, თუმცა ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. რაც შეეხება 7 სამხედრო თვითმფრინავის განადგურების ფაქტს, თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.