უამინდობა ევროპაში. სტიქიას საფრანგეთსა და გერმანიაში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სამი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. ქარიშხალ „ელეონორას“ გამო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში 200 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევს. უამინდობის გამო პარიზში ეიფელის კოშკიც დაიხურა. მუშაობა დროებით შეჩერდა ზოოპარკსა და ქალაქის სხვა პარკებში. საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.