დიდთოვლობის გამო ნიუ იორკში სასწავლო პროცესი შეწყდა. უამინდობამ სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვია. დროებით გადაიდო ავიარეისებიც. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნიუ იორკსა და მის შემოგარენში უახლოეს დღეებშიდიდთოვლობა და ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი. ხელისუფლება მოსახლეობას შინ დარჩენისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.