რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში რუსული თვითმფრინავების განადგურებას უარყოფს,
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსული ავიაბაზა ხმეიმიმი, რომელიც სირიის პროვინცია ლატაკიაში მდებარეობს, რადიკალმა ისლამისტებმა ნაღმტყორცნებით დაბომბეს.
ინციდენტი 31 დეკემბერს ოხდა. თავდასხმის შედეგად რუსულ ბაზაზე განადგურდა ოთხი ბომბდამშენი "Су-24", ორი გამანადგურებელი "Су-35С", ერთი გადამზიდი "Ан-72" და აგრეთვე საბრძოლო მასალების საწყობი. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა დაშავებული იყოს 10-ზე მეტი სამხედრო.
lenta.ru "რია ნოვოსტიზე" დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 31 დეკემბრის ღამეს "ჰმეიმიმის" აეროდრომზე მობილური დივერსიული ჯგუფის შეტევა განხორციელდა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე. ხოლო ინფორმაცია 7 თვითმფრინავის განადგურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.