აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიმართ "ტვიტერით“ გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმადი აქვს ტრამპი "ღილაკს არ შეეხება".
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ტვიტერით” მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ბირთვული ღილაკი უფრო დიდი და მძლავრია.
მიმართვას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას უკვე შეუძლია აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და მას დიდი ზიანი მიაყენოს. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ის ამ ღილაკს იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.