სირიაში რუსული სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ინციდენტი 31 დეკემბერს მოხდა, თუმცა ინფორმაცია დღეს გავრცელდა.