მასშტაბური ავტოკატასტროფა პერუში. პასამაიოს რაიონში ავტობუსი უფსკრულში გადავარდა, რის შედეგადაც 48 ადამიანი დაიღუპა. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსი მანქანას შეეჯახა. სამაშველო სამუშაოები კატსატროფის ადგილას ამ წუთებშიც გრძელდება.