ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ განკარგულება გასცა. სპეციალური კავშირის ცხელი ხაზი დღეს დილიდან გაიხსნება. მოლაპარაკების მიზანი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობაა. კიმ ჩეი ინმა თამაშებში მონაწილეობის სურვილი გასულ კვირას გამოთქვა, მანამდე კი სეულმა ფხენიანს 9 იანვარს მაღალი დონის შეხვედრის გამართვა შესთავაზა. მოლაპარაკება ე.წ. დემილიტარიზებულ ზონაში უნდა გაიმართოს.