ძლიერი ხანძარი ნიუ იორკში. ცეცხლი ბრონქსში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე მდებარე ავეჯის მაღაზიაში გაჩნდა და ზემო სართულებსაცმოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ბრონქსში მომხდარი მეორე ხანძარია. 28 დეკემბერს ხანძარმა იმავე რაიონში 12 ადამიანი იმსხვერპლა.