ირანში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ექვსდღიან არეულობას თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 22 ადამიანი ემსხვერპლა.
მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები ქვეყანაში 28 დეკემბერს დაიწყო. ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ საპროტექტო ტალღა ირანში გარე ძალების მიერაა პროვოცირებული.