ისრაელმა ღაზას სექტორი კიდევ ერთხელ დაბომბა. ავიადარტყმები რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასის“ საწვრთნელ ბანაკზე განხორციელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. პასუხად, ისრაელის ავიაციამ იერიში სექტორის სამხრეთ ნაწილზე მიიტანა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.