დონალდ ტრამპი პაკისტანისთვის ფინანსური დახმარების გაწევას სულელურ საქციელს უწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმატვიტერის გვერდზე დაწერა.
"შეერთბულმა შტატებმა პაკისტანს ბოლო 15 წლის განმავლობაში 35 მილიარდ დოლარზე მეტი სულელურად გამოუყო. მათ ჩვენთვის სანაცვლოდ არაფერი მოუციათ, გარდა ტყუილებისა და თაღლითობისა. ისინი თავშესაფარს აძლევენ ტერორისტებს, რომლებზეც ჩვენ ავღანეთში ვნადირობთ,"- წერს ტრამპი.