პირველ იანვარს დუბაიში ახალი არქიტექტურული შედევრი გაიხსნება. ულტრატანამედროვე ნაგებობა ფანჯრის ჩარჩოს ფორმისაა. მისი სიმაღლე 150, სიგანე კი 93 მეტრია. ფანჯრის ერთი მხრიდან ძველი დუბაის, მეორე მხრიდან კი ახალი დუბაის პანორამა იშლება. ნაგებობის პირველ სართულზე მუზეუმები და სადრევნებია განთავსებული, რომელიც 3 დე სისტემებითა და ხმოვანი ეფექტებითაა აღჭურვილი. Dubai Frame-ს მშენებლობა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს 68 მილიონი დოლარი დაუჯდა.