მადრიდში 91 წლის ასაკში გენერალ ფრანკოს ერთადერთი ქალიშვილი მარია დელ კარმენ ფრანცო გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. რამდენიმე თვის წინ ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გენერალ ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ქვეყანას 1939-1975 წლებში მართავდა, ესპანეთის მეფემ მარია დელ კარმენს ფერცოგენიას ტიტული მიანიჭა.