ლოს ანჯელესში ტყის მასივი იწვის. ხანძარი სანლენდის დასახლებულ რაიონს უახლოვდება. მეხანძრეებმა ძირითადი კერების ლოკალიზება შეძლეს, თუმცა ცეცხლის სრული ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოპერაციაში სახანძრო ბრიგადებთან ერთად სამაშველო სამსახურის ვეტმფრენებია ჩართული.