ალაბამას ადგილობრივ არჩევნებში დემოკრატი კანდიდატი ლიდერობს. პირველად ბოლო ოცი წლის განმავლობაში, შტატში დემოკრატთა კანდიდატმა დაგ ჯონსმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელ კონკურენტს, როი მურს მან 1,5 პროცენტით აჯობა. მანამდე მური სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს, რაც არჩევნების შედეგებზე აისახა.