უკრაინის სააპელაციო სასამართლომ სევერიონ დანგაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის აღკვეთის ვადა თებერვალში იწურება. სწორედ ამ დროისთვის იგეგმება საქმის არსებითი განხილვაც. სააპელაციო სასამართლოს სხდომას „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.