უკრაინა მზადაა რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენა განაახლოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფი იაფი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
„ისინი გვეუბნებიან: იქნებ იყიდოთ ჩევი გაზი? ჩვენ კი ვეუბნებით: არა, ჩვენ საქმე კარგად გვაქვს. თუ იაფ გაზს გვთავაზობთ, კი ბატონო, ეს ჩვენი მოსახლეობისთვისაც კარგი იქნება,“-აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
უკრაინამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 2015 წლის ნოემბერში შეწყვიტა.