მიხეილ სააკაშვილი ვირუსია, რომელიც უკრაინას ანგრევს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერი ივანა კლიმპუში-ცინცაძე გამოცემა „ვაშინტონ ტაიმსში“ წერს. მისი თქმით, პოროშენკომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მიიწვია.
„ჩვენ შევცდით. რეფორმატორის ნაცვლად რევოლუციონერი, რეფორმების ნაცვლად კი ვურუსი მივიღეთ, რომლითაც უკრაინის პოლიტიკური სისტემა დაინფიცირდა. ის ხალხს ახალი მაიდნისკენ მოუწოდებს, რაც უკრაინას აღარ სჭირდება. ქვეყანა ახალ რევოლუციას ვეღარ გაუძლებს. სააკაშვილი დღეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მას ეს კარგად ესმის, მაგრამ ეს დიდად არ აღელვებს, რადგანაც მხოლოდ ხელისუფლების წყურვილი ამოძრავებს,“-ნათქვამია სტატიაში.