"წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ამ საქმეს კომპლექსურიგამოძიება მოჰყვებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს პირობა შეასრულა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გაშიფრულია ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, მოპოვებულია მტკიცებულებები, მოიძებნა სამალავი და დადგინდნენ ხელშემწყობი პირები.
"ამ ყველაფრით უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი. როგორც ჩანს მზადდებოდა თავდასხმები არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მადლობას ვუხდი ჩვენს სპეცსამსახურებს, რომ პროფესიონალიზმის და თავდადების ფასად საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა ამერიკელ კოლეგებსაც მტკიცე მხარდაჭერისთვის, საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის", - განაცხადა თალაკვაძემ.