მასობრივი არეულობები ბოლივიაში. ჯანდაცვის რეფორმა სანტა-კრუსში ათასობით ექიმმა და სტუდენტმა გააპროტესტა. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.