ლიტვა საქართველოს ავთენტურ სახელწოდებად 4 ვარიანტს განიხილავს. უკვე 10 წელია ლიტვაში მიმდინარეობს დისკუსია რომელ სახლწოდებას დააკანონებს სეიმი საქართველოსთვის - "ქართველია“, "ქართველა“, "საქართველია“ თუ "საქართველა“.
ლიტვის სეიმის სპიკერის, ვიქტორას პრანცკეტისის განცხადებით, 2018 წელს, ლიტვური სახელმწიფობრიობის აღდგენის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტვამ, შესაძლოა, საქართველოს ავთენტური სახელწოდება დააკანონოს.
ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ახალმა ხელმძღვანელმა აუდრის ანტანაიტისმა მხარი დაუჭირა სეიმის სპიკერის ინიციატივას და განაცხადა, რომ სეიმიდან ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურ წინადადებას დაელოდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი სახელწოდების დამტკიცების შემთხვევაში, მას ძველთან ერთად მეორე ვარიანტის სახით გამოიყენებენ. ამჟამად საქართველო ლიტვურ ენაზე ”გრუზიად” მოიხსენიება.