რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ, სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.
„თქვენ იცით, რომ გუშინ პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა“, - განაცხადა პუტინმა სირიაში სამხედრო ოპერაციის წევრ ოფიცრებთან შეხვედრაზე.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან უშიშროების ფედერალურის სამსახურის დირექტორს უთხრა, რომ ეჭვმიტანილთა დაკავებისას სამართალდამცველები კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ.
„მაგრამ თუ ჩვენი თანამშრომლების, ოფიცრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, საჭიროა გაბედული მოქმედება და ბოროტმოქმედების ადგილზე ლიკვიდირება, ტყვედ აყვანის გარეშე“, - აღნიშნა პუტინმა.
გუშინ, სანკტ-პეტერბურგში, აფეთქება სუპერმარკეტი შემნახველი საკნების ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია 10 ადამიანი, 4 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მაშველებმა შენობიდან 50 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.