ალექსეი ნავალნიმ მორიგი აქცია 28 იანვარს დააანონსა. ოპოზიციონერმა ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა. აქციები მოსკოვსა და რუსეთის დიდ ქალაქებში გაიმართება.
25 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნავალნის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მიზეზად მისი ნასამართლევობა დასახელდა.