სირიის მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადი ტერორისტია და მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ის ერთმნიშვნელოვნად ტერორისტია და ტერორს სახელმწიფო დონეზე ახორციელებს. არ შეიძლება ქვეყნის მომავალი დაკავშირებული იყოს პრეზიდენტთან, რომელმაც მილიონობით თანამემამულე მოკლა, “-აღნიშნა ერდოღანმა.