როცა ვლაპარაკობთ, რომ პრობლემა არის სამართალდამცავთა მხრიდან გარკვეულ ქმედებებში, ეს პირდაპირ, ნათლად და მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელია ისეთი მექანიზმის შემქნა, რომელიც დისტანცირებული იქნება გამოძიების ეტაპზე პროკურატურისგანაც, გამოძიებისგანაც, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს უნდა იყოს სპეციალური მექანიზმი, რომელსაც ექნება მეტი საშუალება, რომ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დარღვევები შემთხვევები გამოიძიოს ეფექტურად.
ის აქვე აღნიშნავს, რომ საპოლიციო კონტროლის დროს დარღვევის ზოგიერთი შემთხვევა არ ხმაურდება. მისივე თქმით, აუცილებელია, ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვას.