საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტთან აფხაზეთის რკინიგზის საკითხის განხილვა არ მოხდება.
„ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზე ვითარდება ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში. ძალიან აქტიურად ვითარდება ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს იქნება განხილული ის საკითხები, რომელიც ორმხრივ დღის წესრიგში დგას და რომელიც ხელს უწყობს, რომ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს შიდა რეგულაციებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს ეს არ განიხილება სხვა მესამე სახელმწიფოებთან,“-განაცხადა ,,რუსთავი 2“- თან მიხეილ ჯანელიძემ.
სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. სერჟ სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან. მოგვიანებით, შეხვედრები მინისტრების მონაწილეობით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.